|
2015-08-24 13:09:17, 402 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელმა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წეროვანის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გეორგი ნაზარევი და უკრაინის სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი ეწვივნენ. „დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის საელჩოს სახელით მოვედით იმ ჯარისკაცების მოსანახულებლად, რომლებიც საქართველოს მთავრობამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გულითადად მიიღეს და მათი თანადგომით წეროვანში რეაბილიტაციის კურსს გადიან“, - განცხადა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა. სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, სამი ექთანი და ერთი ექიმი მუშაობს. რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცთათვის თბილისის, მცხეთისა და სიღნაღის დათვალიერება. სარეაბილიტაციო კურსი 20 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბერს დასრულდება. უკრაინული მხარის სურვილის შემთხევაში, საქართველოში სარეაბილიტაციო კურსს სხვა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებიც გაივლიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)