00:10 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-27 10:34:35, 14690 ნახვა

ომი უკრაინაში
სოლოღაშვილი - იმ პაციენტებში, ვისთანაც პლაქვენილს ვიყენებდით, ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება

ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, იმ პაციენტთა ნაწილში, რომლებთანაც პლაქვენილს იყენებდნენ, ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება.

მისი თქმით, ამის მიუხედავად ეს არაა საკმარისი მონაცემები იმისთვის, რომ რაიმე სტატისტიკა გაკეთდეს.

„ვსაუბრობთ პლაქვენილზე, ვიცით, რომ ამოღებულია უკვე პროტოკოლიდან. თუმცა როგორც თქვენ დაინტერესდით, ჩვენი კლინიკის მაგალითზე არ გვქონია რაიმე გართულება, ყოველ შემთხევაში ახლო პერიოდის პერსპექტივაში. არც გულსისხლძარღვთა სისტემის კუთხით არ დაფიქსირებულა გართულებები. ზოგჯერ შეიმჩნეოდა ვირუსის ელიმინაციის უფრო დაჩქარება პლაქვენილით პაციენტებში, თუმცა ცოტაა სტატისტიკისთვის ეს ასეთი დასკვნა რომ გააკეთოს. შესაბამისად, ამ საკითხს განვიხილავთ და მონაცემებს დავდებთ. მისი გამოყენება შეწყვეტილია და ბოლო პერიოდში არც გამოგვიყენებია“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics