|
2020-05-26 18:56:45, 1347 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი - შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, სომეხი ხალხი მოხარულია საქართველოს უამრავი მიღწევით
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გულთბილად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობრულ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. 100 წელზე მეტი ხსნის წინ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა გამოხატა მათი მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღედგინათ სახელმწიფოებრიობა და აეშენებინათ დემოკრატიული საზოგადოება. დღესაც, საქართველო იცავს მეოცე საუკუნეში გაცხადებულ გადაწყვეტილებას და აგრძელებს თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. საუკუნეების განმავლობაში სომხურ-ქართული ურთიერთობები ღრმა პატივისცემასა და მეგობრობაზე იყო დაფუძნებული, რისი კარგი მაგალითიც არის მიმდინარე მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი დიალოგი. თქვენ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ სომხეთი მოხარულია მეგობარი საქართველოს უამრავი მიღწევით. საქართველოს სომხეთის სახით ჰყავს საიმედო მეგობარი და მეზობელი. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძალიან ვაფასებ ჩვენ ორ მთავრობას შორის არსებულ თანამშრომლობას „კოვიდ-19“-ის გავრცელების ფონზე, განსაკუთრებით შეუწყვეტელი ტვირთების ტრანსპორტირებისა და მოქალაქეების რეპატრიაციის კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე ვერ გადავლახავთ კაცობრიობის წინაშე არსებულ ამ განსაცდელს. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ, წარმატება თქვენს საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ასევე კარგი ჯანმრთელობა და გამძლეობა“, – წერს სომხეთის პრემიერ მინისტრი.
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)