|
2020-05-25 15:04:34, 1127 ნახვა
საზოგადოება
საგარეო უწყება - დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას და ამის მიხედვით გადავწყვეტთ ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღს
დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. საგარეო უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა. „უკრაინაში საქართველოს ელჩთან თეიმურაზ შარაშენიძესთან დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა კონსულტაციების ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ ელჩი საქართველოში დაბრუნების შემდგომ გადიოდა სავალდებულო კარანტინს. დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რაც დღეისათვის არსებობს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება გახლავთ დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯი. ქართულმა მხარემ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნის გამო, რაც ქართული მხარის შეფასებით, არ შეეფერება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებას. ბუნებრივია, ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას და ასევე არ იგეგმება ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვა. საქართველო უკრაინასთან განაგრძობს მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე - იქნება ეს ტერიტორიების ოკუპაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას. ბუნებრივია, ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
El Pais: დაახლოებით 25 000 მიგრანტი ნებაყოფლობით დაბრუნდა ესპანეთიდან მაროკოში
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)