19:01 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-22 12:25:02, 1148 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - უკვე ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე და მომდევნო კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება

უკვე ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზე და მომდევნო კვირაში გარკვეული სტანდარტები გვექნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დეტალური მუშაობის ჩატარება, რათა საგანგებო მდგომარეობის დაწესება კვლავ აუცილებელი არ გახდეს.

„ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულაციებზეც. შემდეგ კვირაში ჩვენ გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისათვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას ის გარკვეული რისკები, რის შედეგადაც შეიძლება მთავრობა გახდეს ისევ იძულებული, რომ დააწესოს საგანგებო მდგომარეობა და ჩვენ დავბრუნდეთ ისევ იმ სტატუსზე, რომელიც გვქონდა მარტის თვეში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე შრომითი ინპექციის ჩართულობით მიმდინარეობს მუშაობა რესტორნებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად გააცნობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics