|
2020-05-21 12:23:32, 1117 ნახვა
საზოგადოება
ვარაზისხევის მიმდებარედ დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, ფიჭვები ხვალ ვარაზისხევის მიმდებარედ არსებულ ფერდობებზე მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაავადებული ფიჭვების სანიტარიული ჭრა ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინიციატივით, დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს. მსგავსი ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა. სპეციალისტებმა ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირში აკრედიტებულ ლაბორატორიაში ჩაატარეს. მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა იყო. კვლევით დამტკიცდა, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია ორი სახეობის მავნებელი (Tomicus Destruens, Tomicus Piniperda), რომელიც მათ ხმობას იწვევს. შესაბამისად, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების განხორციელება აუცილებელი გახდა. სანიტარიული ჭრები დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)