|
2020-05-21 09:54:42, 1234 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი - გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია, მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ
„ქართული ოცნება“ რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ხელისუფლება პოლიტპატიმრების გათავისუფლების არგუმენტებით კიდევ უფრო აღიზიანებს თავის მხარდამჭერებს. „„ქართული ოცნება“ რაც მალე გამოუშვებთ გიორგი რურუას, მით მალე დამთავრდება ის ჩიხი, რომელშიც თქვენი სურვილით შეხვედით. რაც დიდხანს გააგრძელებთ მის დემონიზაციას, მით უფრო ვეღარ აუხსნით თქვენს ამომრჩეველს, როდესაც (მაინც) გამოუშვებთ. რაც მეტი არგუმენტი მოგყავთ ჩვენი გამოშვების გასამართლებლად, მით მეტად აღიზიანებთ თქვენს მხარდამჭერებს. არადა, ორივე მხარემ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ: „რაც იყო, იყო“. ამას უფრო გაგვიგებს ამომრჩეველი. ჩემი არყოფნის პერიოდში იმდენად პოლარიზებული გამხდარა საზოგადოება და იმდენად მოუმატია ისეთ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მზად არიან დანები იშიშვლონ და ერთმანეთი დაჩეხონ, რომ თუ ვინმე გონიერი დარჩა თვენთან, ადვილად უნდა ხვდებოდეს, საით მივდივართ. გაითვალისწინეთ, რაც დრო გადის ამას მით მეტად ემატება მშიერი ადამიანების აგრესია. გამოუშვით რურუა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მორჩება ეს ისტერია. მერე თუ გინდათ პოლიტკრიმინალები გვეძახეთ, გინდათ - აგენტები, გინდათ ყაჩაღები“, - წერს ოქრუაშვილი.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)