21:17 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-20 10:52:49, 12213 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისს, ხოლო 2 საკარანტინე სივრცეს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 ბოლნისს, ხოლო 2 საკარანტინე სივრცეს უკავშირდება.

მისი თქმით, მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსა და  გამოჯანმრთელებულებს შორის სხვაობა 237-ს შეადგენს.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 226 პაციენტი. მკურნალობაზე მყოფ პაციენტებსა და  გამოჯანმრთელებულებს შორის სხვაობა 237-ს შეადგენს. 11 ახალი ინფიცირებულიდან ყველა ცნობილი წყაროდანაა. 11-დან 9 ბოლნისიდანაა, რომელიც არიან სოფელ გეტადან და მუშევანიდან. ისინი არიან დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. 2 შემთხვევა კი არის საკარანტინე სივრცეში, ოღონდ თვითიზოლაციაში მყოფი 2 პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics