|
2020-05-19 11:22:20, 1246 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტის ანგარიშზე - ველოდებით, რომ მოხდება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განხილვა და „ქართულ ოცნებას“ პასუხი მოეთხოვება
ველოდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ მოეთხოვება პასუხი საქართველოში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ამჟამად დოკუმენტის ძველი ვერსიაა გავრცელებული და უნდა მოხდეს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განხილვა. „ევროპარლამენტის რეაქცია ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და სწორედ მათმა ძალისხმევამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უკან დახევა. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ თვითონ დოკუმენტის ირგვლივ, რომლის საკმაოდ ძველი ვერსიაა ამჟამად გავრცელებული, გაიმართება არსებითი განხილვა და „ქართულ ოცნებას“ მოეთხოვება დისკუსიის დროს და საბოლოო დოკუმენტშიც პასუხი იმაზე, რა მოვლენებიც საქართველოში ბოლოს განვითარდა“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი დღეს საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)