|
2020-05-18 23:23:34, 1242 ნახვა
საზოგადოება
სააღსრულებო სერვისების მიღება იუსტიციის სახლებში კვლავ შესაძლებელია
18 მაისიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისები იუსტიციის სახლებში ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი დაჯავშნის პრინციპით. მოქალაქეებს, აღსრულების ეროვნული ბიუროში დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით გაგზავნის პარალელურად, შესაძლებლობა ექნებათ, განცხადებები და დოკუმენტები იუსტიციის სახლში, მატერიალური ფორმით წარადგინონ. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს სერვისის მიღება მხოლოდ ვიზიტის წინასწარ დაჯავშნის შემთხვევაშია შესაძლებელი. სერვისის მისაღებად პირმა პორტალზე my.gov.ge: უნდა აირჩიოს იუსტიციის სახლში ვიზიტის დაჯავშნა; საკონტაქტო ინფორმაციის შევსების შემდეგ, მომსახურების ტიპში უნდა მიუთითოს აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება; კალენდარში მონიშნოს იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტის თარიღი, რის შემდეგაც მიუვა მოკლე ტექსტური შეტყობინება, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურების მიღებამდე უნდა წარადგინოს. იუსტიციის სახლში ვიზიტისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელს ეკეთოს პირბადე; ფილიალებში არ დაიშვებიან ბავშვები და მომხმარებლის თანხმლები პირები. ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავ განაგრძობს სერვისების გაცემასა და სააღსრულებო წარმოების დაწყებას ელექტრონული ფორმით მიღებული დოკუმენტაციის საშუალებით. დოკუმენტაციის ასლების რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge ან მოქალაქეთა პორტალის my.gov.ge საშუალებით. დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის შემთხვევაში, კრედიტორი ვალდებულია დოკუმენტაციის დედნები წარმოადგინოს მდგომარეობის გაუქმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 749 649
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)