|
2020-05-16 10:14:35, 1626 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-ს განუცხადა. მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)