13:04 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 18:40:14, 2014 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს

„ყველა შემთხვევაში ვეცდებით მაქსიმალურად, რომ მყარი გარანტია გვქონდეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მათი ამ პიარული თავხედობის გამო არ ჩავარდეს“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციის  გარეშეც შეძლებს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ხოლო ოპოზიციას მათი „პიარული თავხედობის“ გამო საზოგადოება გასცემს პასუხს.

„ძალიან კარგი იოქნებოდა, რომ მეტი გარანტიისათვის ყველა ოპოზიციური ძალის ხმები ყოფილიყო და მათ დაეჭირათ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის.  ეს იქნებოდა მყარი გარანტია იმისათვის, რომ არც ერთ შემთხვევაში, ერთი პროცენტიც კი არ იქნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს, მაგრამ მათ გარეშეც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მხარდაჭერას ჩვენ შევძლებთ, იმიტომ, რომ ჩვენი გუნდი ფაქტიურად მთლიანად უჭერს მხარს და ამას გარდა დამოუკიდებელი ფაქციები და დეპუტატები, მათ შორის, საუბარია ჩვენგან გასულ დეპუტატებზე უჭერენ მხარს.  მე ვფიქრობ, ეს ხმები საკმარისი იქნება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პიარული თავხედობაა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ის, რომ როდესაც ისინი ამბობდნენ, რომ საზოგადოების დაკვეთაა მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა პროპორციულთან და დღეს ამბობენ, რომ ჩვენ გავდივართ ამ შეთანხმებიდან და მხარს არ დავუჭერთ, ამაზე საზოგადოება გასცეთ პასუხს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics