11:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-15 12:52:29, 1195 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე - საქართველოს მეგობრებმა ევროპარლამენტში იციან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავხედურად განიზრახა კვლავ გადააგდოს საერთაშორისო მეგობრები

საქართველოს მეგობრებმა ევროპარლამენტში ძალიან კარგად იციან ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავხედურად და უტიფრად განიზრახა კვლავ გადააგდოს როგორც ქართველი საზოგადოება, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა  ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მოწოდებაზე, ეთქვათ ყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები, მათ გასცეს ადეკვატური პასუხი - დიახ, ივანიშვილის რეჟიმს ჰყავს  პოლიტპატიმრები.

„საქართველოს მეგობრებმა ევროპარლამენტში ძალიან კარგად იციან  ვითარება, იციან შეთანხმების შინაარსი, იციან ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავხედურად და უტიფრად განიზრახა კვლავ გადააგდოს როგორც ქართველი საზოგადოება, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრები.

ჩვენი მეგობრები ევროპარლამენტში აკეთებენ მკაფიო განცხადებებს და „ქართული ოცნების მოწოდებაზე ეთქვათ ყავდა თუ არა საქართველოს პოლიტპატიმრები მათ გასცეს ადეკვატური პასუხი - დიახ, ივანიშვილის რეჟიმს ჰყავს  პოლიტპატიმრები და დიახ,მათ უნდა შეასრულონ შეთანხმება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics