|
2020-05-13 17:40:34, 1564 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - ოპოზიციის პრობლემა შეთანხმების პირველი ნაწილია, არ აქვთ იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიონ
„ოპოზიციამ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა, - აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას დემოკრატიის სასარგებლოდ იღებს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო შტოები ვითარდებოდნენ დამოუკიდებლად და ამას ითხოვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ვინც კი ცდილობს სამართლებრივი და პოლიტიკურ პროცესები ერთმანეთში აურიოს სწორედ ის ეწინააღმდეგება იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო ვითარდებოდეს დემოკრატიულად და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებით", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, „საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც 8 მარტს სურდათ შემდგარიყო შეთანხმება და ეს ფაქტობრივად მათი იძულება იყო, მაგრამ რაც მთავარია, ზუსტად საზოგადოება ხედავს ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში“.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)