|
2020-05-12 12:11:23, 1769 ნახვა
კომენტარი
ბესელია - ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე - შეთანხმების ორივე ნაწილი უნდა შესრულდეს
პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ახლა ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე. მისი თქმით, მმართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს შეთანხების ორივე პუნქტი, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და შეცვალოს საარჩევნო სისტემა. „ამაზე უფრო მკაცრი ნათქვამი არის შეუძლებელი. გამგებმა უნდა გაიგოს. ჯერი არის საქართველოს ხელისუფლებაზე. ორივე ნაწილი, რომლებიც ეხება პატიმრებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლასა, უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ ფასილიტატორებს მოუწოდა, რომ შეთანხმების შესახებ განცხადება გაეკეთებინათ. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. დღეს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ჯიმ რიშმა ღიად განაცხადა, რომ „ელის პოლიტპატიმართა გათავისუფლებას".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)