|
2020-05-11 15:23:41, 1464 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი N172 ბაგა-ბაღში პროდუქტების გაცემის პროცესს გაეცნო
თბილისის საჯარო ბაღებში დედაქალაქის მერის ინიციატივით დაწყებული სოციალური პროექტის მესამე ეტაპი სრულდება. მთაწმინდის რაიონში მდებარე N172 ბაგა-ბაღში აღსაზრდელების ოჯახებისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, აღსაზრდელების მშობლებს პროექტის შესახებ გაესაუბრა. „ამ რთულ ვითარებაში ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ბავშვები საკვების გარეშე არ დარჩენილიყვნენ, ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროგრამით უკვე ბევრმა მშობელმა ისარგებლა. აქტიურობა ძალიან მაღალია, პროდუქტების გაცემის უკვე მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ჩვენ არ ვჩერდებით. მომდევნო დღეების განმავლობაშიც, იმ პერიოდამდე, სანამ ზოგადად მუშაობდა ხოლმე საბავშვო ბაგა-ბაღები, მშობლებისთვის ბავშვების სრული რაციონის გადაცემა გაგრძელდება. პროგრამა დაახლოებით, ივნისის ბოლომდე გასტანს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს პროგრამაში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. პროდუქტების გაცემა ბაღებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მიმდინარეობს, სადაც მომსახურე პერსონალის რაოდენობა შეზღუდულია, დაცულია სოციალური დისტანცია და ყველა სხვა აუცილებელი რეკომენდაციები სრულდება, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არის განსაზღვრული. მსოფლიო პანდემიის პირობებში, თბილისის საჯარო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 2 მარტიდან შეწყდა, საკვები პროდუქტების გაცემის პროექტი კი 19 მარტს დაიწყო. დედაქალაქში ამჟამად, 181 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც 61 000 აღსაზრდელს ემსახურება. სოციალური პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღებში კვებისთვის გათვალისწინებული პროდუქტების გარკვეული ნაწილი აღსაზრდელების ოჯახებს გადაეცემა. პროექტის თითოეული ეტაპის ღირებულება 1 800 000 ლარია. N172-ე ბაგა-ბაღში კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ილია ელოშვილი იმყოფებოდა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)