|
2020-05-10 12:39:31, 4095 ნახვა
სამართალი
„Daily Mail”-ის თანახმად საქართველოში კრემლის ჰაკერული ორგანიზაცია მოქმედებს
„Daily Mail” სკანდალურ გამოძიებას აქვეყნებს - ბრიტანული გამოცემის მტკიცებით საქართველოში კრემლის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფი მოქმედებს. სტატიის თანახმად, ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს და ამ მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ 2 მილიონ ფუნტს ითხოვენ. მოპარულია ინფორმაციებს შორისაა პირადი სახის მონაცემებიც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მხოლოდ ოპონენტების დევნითაა დაკავებული და ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით არაფერს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჰიბრიდულ ომში ეხმარება. „ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ატარებენ და ეს ნიშნავს, რომ საქართველო საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობით ჰაკერულ პლატფორმად გადაიქცა” - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)