08:47 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 18:49:20, 1616 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი - ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ ყურადღება კოკა ყანდიაშვილზე გადაიტანონ

„ტრაგედია ის არის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც თავს მიიჩნევს კანდიდატად ქვეყანა მართოს და რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა ჩაეშვა მორალური, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევაში,  ეს არის მთავარი საკითხი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ფეისბუქის მიერ  საქართველოში  ასობით გვერდის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ ყურადღება გადაიტანონ კოკა ყანდიაშვილზე.

„რასაკვირველია, ის ჩვენი გუნდის წევრი და მხარდამჭერია. არაოფიციალური ურთიერთობა არ გამოიხატება იმაში, რომ კოკას გვერდზე  გაწევას ცდილობს ვინმე. ის  „ქართული ოცნების" მხარდამჭერია, რესურსიც გააჩნია და თუკი ფეისბუქმა რაიმე გადახრა აღმოაჩინა მის აქტივობაში, შესაბამისი ზომებიც მიიღო და ეგ კიდევ გასაანალიზებელია რეალობაში, რამდენად დაარღვია მან ფეისბუქის რეგულაციები. მთავარი აქ ის არის, რომ  კონკრეტული პარტია - „ნაციონალური მოძრაობა" დასახელდა ორგანიზატორად მთელი რიგი დანაშაულებების, რომელიც დაუშვებელია ფეისბუქ სივრცეში”, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics