|
2020-05-02 17:33:03, 16954 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - ერთი თვეა, საქართველომ „რემდესივირის“ მწარმოებელ „გილეადს“ მიმართა, რათა გათვალისწინებული იყოს წამლის მოწოდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველომ უკვე მიმართა პრეპარატ „რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანია „გილეადს“, რათა გათვალისწინებული იყოს ჩვენთვის წამლის მოწოდება. მისი თქმით, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ გასცა დასტური, რომ ის შეიძლება იყოს გამოყენებული მძიმე შემთხვევებისთვის. „ამ წამალს აწარმოებს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი „გილეადი“, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს და გვეხმარება ჰეპატიტის წინააღმდეგ წარმატებულ პროგრამაში. ეს წამალი არის 2015 ში შექმნილი, ებოლას ეპიდემიის დროს, ანტივირუსული წამალია. ამ დღეებში, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ მისცა დასტური, რომ ის შეიძლება იყოს გამოყენებული მძიმე შემთხვევებისთვის. საქართველომ უკვე ერთი თვეა, მიმართა მაღალ დონეზე „გილეადის“ ხელმძღვანელობას, რომ გათვალისწინებული იყოს საქართველოსთვის წამლის მოწოდება. იმედია, რომ ჩვენ გვექნება. მაგრამ ეს არ ინიშნება ყველა შემთხვევაში. მას აქვს თავისი ჩვენებები და არის ამერიკის წამლის სააგენტოს რეკომენდაციები, როდესაც უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)