|
2020-04-24 13:15:50, 2065 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - ეფექტური დაძლევის გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ჩვენს ხედვაშია
ეფექტური დაძლევის გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ჩვენს ხედვაშია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ მიერ შემუშავებული გეგმა საკმაოდ კომპლექსურია და ყველა იმ კომპონენტს ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად საჭიროა. „„ევროპული საქართველო“ უკვე ერთი თვეა ცდილობს თავისი ხედვა მიაწოდოს ხელისუფლებას, ჩვენ ეს გეგმა ერთი თვის წინ გამოვაქვეყნეთ და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ეფექტური დაძლევის გეგმა იმ კომპონენტებს უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც ჩვენს ხედვაშია. ესენია, გადასახადების შემცირება, დაგროვებითი საპენსიო ფონდის გამოყენება, მოსახლეობისთვის თავისი თანხების დაბრუნება და საბიუჯეტო სახსრების დაზროგვა, მკვეთრად შემცირება ინფრასტრუქტურული და ბიუროკრატიული ხარჯების დაფინანსების, საგარეო დახმარებების გამოყენება იმ კუთხით, რომ კონკრეტული დახმარებები მიეცეთ ადამიანებს, ვინც დაკარგა სამსახური და შეუმცირდა შემოსავალი, მათი კომპენსირება უნდა მოხდეს როგორც მინიმუმ მათი დაკარგული ხელფასის ნახევრით, ისევე როგორც უნდა მოხდეს დღგ-ს შეცვლა გაყიდვის გადასახადით. ჩვენი შემუშავებული გეგმა საკმაოდ კომპლექსურია და ყველა იმ კომპონენტს ითვალისწინებს, რაც მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად არის საჭირო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)