21:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-16 12:31:00, 1152 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის, წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა ​

"საქართველოს საპატრიარქომ ვფიქრობ გამოძებნა ოქროს შუალედი. ჩემთვის, როგორც რიგითი ქრისტიანისთვის წარმოუდგენელი იყო აღდგომის არაღნიშვნა", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ღია ეთერში“ ისაუბრა. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საპატრიარქომ თავად მოუწოდა მოსახლეობას ნაკლებად ხალხმრავალი შეკრებისაკენ. 

„ფორმაზე და მასშტაბებზე, რა თქმა უნდა შეიძლება ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ. ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო საპატრიარქომ, არის მართლაც ოქროს შუალედი. კონსულტაციებში სახელმწიფოც იყო ჩართული. ჩვენ გვესმის, რომ რისკები ხალხმრავალ შეკრებებს ახლავს. მე პირადად რაც მოვისმინე, განცხადებაში იკითხება, რომ პრაქტიკულად ეკლესია და საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს. დისციპლინაც იქნება დაცული, მთავრობაც დაეხმარება მაქსიმალურად. რაც შეიძლება ნაკლები მრევლი მივა ეკლესიებში. ასე გავიგე მე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics