18:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-15 12:02:24, 1658 ნახვა

რეგიონი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ქუთაისისა და ზესტაფონის სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ქუთაისისა და ზესტაფონის სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება.

მისი თქმით, სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი.

„დიდი ქალაქების - ქუთაისის და ზესტაფონის - სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაკეტილი იქნება. სასაფლაოები სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება - კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირას და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების დიდი რისკია.

ჩვენ ისედაც გვაქვს განთავსებული ბლოკსაგუშაგოები ყველა შემოსასვლელ-გასასვლელში და შესაბამისად, გამკაცრდება კონტროლი საგუშაგოებზე. გადაადგილება თითოეულ ქუთაისელს და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ქალაქის შიგნით ჩვეულებრივად შეეძლებათ“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics