22:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-14 18:32:20, 1856 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი - საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა შესაძლებელია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა შესაძლებელია.

კვირიკაშივლი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მსიცემს ხალხს, იზეიმონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

„მსურს, გამოვეხმაურო სააღგდომო ლიტურგიის თაობაზე მიმდინარე პოლემიკას და გამოვხატო ჩემი პოზიცია, ვინაიდან, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში, ერთის მხრივ, ეკლესიის მსახურთათვის, ხოლო მეორეს მხრივ, ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდეს საზოგადოების წარმომადგენელთა აზრი.

პირველ რიგში, როგორც ერთმა ჩვეულებრივმა ქრისტიანმა, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ გასული კვირების განმავლობაში ტაძრებში ზედმიწევნით ხდებოდა დადგენილი წესების დაცვა. დარწმუნებული ვარ, სამღვდელოების და მრევლის ერთობლივი ძალისხმევით, ასე გაგრძელდება მომავალ დღეებშიც. ვფიქრობ, რომ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება ტაძრებში, ისევე როგორც ზიარების წესის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა იმ გარემოებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და ეკლესია აღმოჩნდა, და ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ქრისტეს რწმენას და ზიარების საიდუმლოების აღიარებას.

საგანგებო მდგომარეობის პირობებს რაც შეეხება, აბსოლუტურად შესაძლებელია, დადგენილი წესების დაცვით, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე მორწმუნეთა ტაძარში დარჩენა, ტაძარი ხომ უფლის სახლია, ანუ ყველა იმ ადამიანის სახლიცაა, ვინც სასოებით მიეახლება უფალს. იმედს გამოვთქვამ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქო იპოვიან იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიზეიმოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ღირსეულად დავძლიოთ ის გამოწვევა, რომლის მსგავსი და უფრო მძიმე არაერთი განსაცდელი ჩვენს ქვეყანას ერის და ბერის ერთიანობით გადაულახავს“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics