22:50 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-13 17:03:05, 1386 ნახვა

კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი - სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული აქილიკებს პირბადეებს

„სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩასაფრებული ძალები ეცადნენ, რომ ქილიკად ექციათ პირბადეების საკითხი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ეძებს თვითგადარჩენის გზებს“, -  ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.​

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფომ შეძლო ამ საშუალების წარმოება.

„ასევე მნიშვნელოვანია რომ თავდაცვის სამინისტრო „დელტას" ბაზაზე აწარმოებს და უკვე აწარმოა 5000-მდე დამცავი ფარის საშუალება, რაც არის ძალიან საჭირო და დეფიციტური მთელ მსოფლიოში. ეს წარმოება გაგრძელდება. თავდაცვის სამინისტრო და „დელტა" ასევე, მუშაობს სხვა საშუალებებზე, რაც არის მისასალმებელი. მინდა ჩვენს ჯარისკაცებს, პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები კრიზისის დაძლევის საქმეში“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics