23:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-11 11:17:02, 1702 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ზუგდიდში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს.

ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics