02:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-09 13:52:03, 1186 ნახვა

კომენტარი
გახარია - უნდა გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, უკვე ახალ ბრძოლაში, სხვა ბრძოლაში მოვუწოდო - გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან, 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარია აღნიშნავს, რომ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რათა ჩვენ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო.

„მე მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველასთვის, ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის COVID 19-თან ბრძოლის ნაწილში, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 9 აპრილს, 1989 წელს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, უდიდესი იმედიც და ეს იმედი განხორციელდა. ყველას კარგად გვახსოვს უკვე ახალ 9 აპრილს, 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლეს ისტორიაში. ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული. მე მინდა, ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის მიმართ, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, უკვე ახალ ბრძოლაში, სხვა ბრძოლაში მოვუწოდო - გვახსოვდეს წარსული და გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც ჩვენ 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics