05:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-03 17:31:52, 2034 ნახვა

კომენტარი
რატი იონათამიშვილი: ე.წ. „ციხის ბუნტის" საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებით, სამართლიანობა უკვე საერთაშორისო დონეზეც აღდგა

 „როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იყო მავნებლური ხელისუფლება, რომელიც ერჩოდა თავის მოქალაქეებს და ხშირ შემთხვევაში, მათ სიცოცხლის უფლებასაც კი ულახავდა,  დადასტურებულია უკვე არაერთგზის - მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან",- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.

რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. „ციხის ბუნტთან" დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩვენ ვნახეთ შეფასებები, რომ არა მხოლოდ წამებას, არა მხოლოდ ძალის გადამეტებას, არამედ სიცოცხლის ხელყოფასა და დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების არ აღმოჩენასაც ჰქონდა ადგილი. ეს არის უმძიმესი დასკვნა მათთვის. რასაკვირველია, ამ ნაწილშიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო დონეზეც აღდგა სამართლიანობა. რაც შეეხება პასუხისმგებელ პირებს, ვფიქრობ, რომ იმ ძალას, რომელიც ასე ერჩოდა და ძალადობდა საკუთარ მოსახლეობაზე, საერთოდ არ აქვს პოლიტიკაში ადგილი",- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.​ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics