04:50 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-11 11:01:21, 684 ნახვა

საზოგადოება
ახალციხის ჯავშანსანტაკო სასწავლო ცენტრში ტანკისტების პროფესიული დღე აღინიშნა

ქართველი ტანკისტებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ახალციხის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრს 10 აგვისტოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ანა დოლიძე ესტუმრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტანკისტთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სკოლის ტერიტორიაზე გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და ქართველ ტანკისტებს წარმატებები უსურვა.

ტანკისტებს პროფესიული დღე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კოპაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

საზეიმო ცერემონიალის დასასრულს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის პირადი შემადგენლობა კაპელანმა მამა იოანემ დალოცა.

ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა და გენერალური შტაბის უფროსმა სასწავლო ცენტრის ტექნიკა და ინფრასტრუქტურა, მოგვიანებით კი, ყაზარმები და სასადილო დაათვალიერეს.

ტანკისტების პროფესიული დღე 1992 წლის 10 აგვისტოდან აღინიშნება, პირველი ქართული სატანკო ქვედანაყოფი, სწორედ, ამ დღეს შეიქმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics