22:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 16:46:02, 2393 ნახვა

ეკონომიკა
თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა

2020 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 0.3 პროცენტით გაიზარდა.

ამის შესახენ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ცნობით, თებერვალში წინა თვესთან შედარებით, ფასის ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები სეზონური ფაქტორების გამო სურსათის ზოგიერთ პროდუქტზე დაფიქსირდა. თუმცა, რომელიმე ცალკეულ მათგანის ფასის ცვლილებას ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

ასევე, წლიურ გამოხატულებაში, სურსათის ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება და თებერვალში 13.2 პროცენტს შეადგენს (3.8 პროცენტულ პუნქტიანი წვლილი მთლიან ინფლაციაში). სურსათიდან გამოსარჩევი იმერული ყველის, ძროხის ხორცის და ვაშლის გაძვირებაა. ამ პროდუქტების ჯამური წვლილი ინფლაციაში 1.3 პპ-ს უტოლდება.

გარდა ამისა, სიგარეტის ინფლაციამ 9.9 პროცენტი, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.3 პპ შეადგინა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, თებერვალში 3.8 პროცენტს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, საბაზო ინფლაციაზე დაკვირვება მნიშვნელოვანია ფასების დონის გრძელვადიანი ტრენდის შეფასებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics