|
2020-03-27 13:32:38, 1813 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე - ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართევლოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას
„ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართევლოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ცნობილია, რამდენიმე ქვეყანამ ტესტები უკან დაუბრუნა კომპანიას. ამის შესახებ ტიკარაძემ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშანა, რომ ასეთი კომოპანია იყო ბიოოსი, რომელთანაც საქართველოსაც ჰქონდა ხელშეკრულება დადებული, თუმცა დღეს ამ კომპანიის ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ არის. „ვიცი, რომ ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ტესტებთან დაკავშირებით, ვითყვი იმას, რომ კომპანია ბიოოსმა გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გამოაქვეყნა ნოტა და თავისი პროდუქცია თვითონ გამოიწვია ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული. საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან თუმცა დღეის მდგომაროებით, ამ კომპანიის ტესტები ჩვენ ლუგარის ლაბორატორიაში არ გაგვაჩნია. გარდა ამისა, მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები და განვმეორდე, რომ ნებისმიერი ახალი ტესტი, რომელიც საქართევლოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას და ეს დაკვირვება მდგომაროებს შემდეგში, რომ ყველა ტესტის გადამოწმება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული პერიოდის მანძილზე ვაკვირდებით ამ ტესტების სანდოობას ჩვენ მოქალაქეებში და შემდეგ ვიყენებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)