04:03 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 21:09:52, 2155 ნახვა

საზოგადოება
ხუთი სამხედრო მოსამსახურე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელებს მკურნალობას

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მოთავსებულები იყვნენ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს გრძნობს კარგად და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი. ასევე, პირველადი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი. საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი სამხედროს ანალიზის მასალა კორონავირუსის კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამ სამხედროს კი ანალიზი გორის ჰოსპიტალში ჩაუტარდება და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც სიცხე და არც ვირუსისასთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებათ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სამხედროებს კიდევ ერთხელ ჩაუტარებს სრულ სამედიცინო კვლევებს. ყველა ანალიზის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics