17:53 - 04 Jul, 2026
|
2020-03-24 10:40:34, 3061 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის ხელისუფლება ჰუბეის პროვინციაში თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნას გეგმას
ჩინეთის ხელისუფლება ჰუბეის პროვინციაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა რამდენიმე დღეა აღარ ფიქსირდება, გეგმავს გუბერნიის მასშტაბით თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნას. "შეზღუდვები პროვინციის დედაქალაქ ვუჰანში, 8 აპრილამდე გაგრძელდება", - განაცხადა ჩინეთის მთავრობამ. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ვუჰანში პირველად დეკემბერში დაფიქსირდა. ორშაბათს, დღის ბოლოს, ჰუბეის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების 67 801 შემთხვევა დაფიქსირდა და 3 160 ადამიანი დაღუპვა. ამასთანავე, ბოლო 6 დღის განმავლობაში პროვინციამ მხოლოდ ერთი ახალი ინფიცირების შესახებ განაცხადა. ჩინეთის მასშტაბით ჯამში დაინფიცირდა თითქმის 82 000 ადამიანი, მათ შორის 3 277 გარდაიცვალა. 73 000-ზე მეტი კი, გამოჯანმრთელდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)