19:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 10:25:17, 1356 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მნიშვნელოვანია მოხალისეთა მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც შესაბამისი ცოდნით იქნება აღჭურვილი

აჭარაში მოხალისეთა გადამზადება ინტენსიურად მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეთა საორანიზაციო ჯგუფის წევრებთან, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

აჭარაში ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით  ექვსივე მუნიციპალიტეტში გადამზადდნენ  ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ კოორდინაციას და რეკომენდაციას გაუწევენ მოხალისეებს. მიმდინარეობს მოხალისეთა დისტანციური, ელექტრონული გადამზადება და მოხდება მათი შესაბამისი ეკიპირება. გადამზადების პროცესში ჩართულია წითელი ჯვარი.

„მთავარია მოხალისეთა ეფექტური და მობილიზებული ჯგუფების არსებობა, რომელიც იქნება აღჭურვილი შესაბამისი ცოდნით.

მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ადეკვტურად ასახავს რეაგირებას იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. არავინ დარჩება ძირითადი მზრუნველობის გარეშე" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეებთან შეხვედრისას.

აჭარის მთავრობის ინიციატივით მომზადდა სასურსათო კალათა, რომელიც გაიცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მარტოხელა პენსიონერებზე, სარეცელს მიჯაჭვული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე და მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლებზე.

მიწოდება განხორციელდება საჯარო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურების და მოხალისეთა ჩართლობით, რომელთაც კოორდინაციას რეგიონის ახალგაზრდული ცენტრი გაუწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics