|
2015-08-07 18:48:15, 763 ნახვა
სამართალი
„რუსთავი 2“ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„რუსთავი 2“ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ტელეკომპანიის დაყადაღებაზე, გაასაჩივრებს. ამის შესახებ „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. „ტელეკომპანია „ რუსთავი 2“ თავისთავად ცხადია 5 დღის ვადაში ამ განჩინებას გაასაჩივრებს. პირველ რიგში, ჩვენ ვითხოვთ, რომ მოსამართლე ურთმელიძე არ იყოს გამნხილველი ამ საჩივრის. მეორე, საჩივარი იყოს განხილული ზეპირი მოსმენით, იმიტომ, რომ აქ არის უზარმაზარი საზოგადოებრივი ინტერესი და არ გამოიყენოს სასამართლომ ბოროტად თავისი დისკრეცია ზეპირი მოსმენით განხილვის გარეშე, და მესამე, განხილვა მოეწყოს არა ერთი, არამედ სამი მოსამართლის მონაწილეობით, იმიტომ, რომ ამის დისკრეციაც არსებობს. ერთი მოსამართლე არის ძალიან მოწყვლადი და ჩვენ ვიცით, რომ მთელი ხელისუფლება ჩართულია ახლა სასამართლო კორპუსზე ზეწოლაზე. კიდევ ერთხელ შევახსენებ სასამართლო ხელისუფლებას. მოსამართლე ურთმელიძეზე საუბარი აღარ არის, მან თავისი პროფესიულ სიკდვილს ამ განჩინებაზე ხელმოწერით ხელი მოაწერა. ყველა მოსამართლეს ვაფრთხილებ, სასწორზე არ არის რომელიღაც კერძო კომპანიის ინტერესი, სასწორზეა ქვეყანაში დემოკრატიის არსებობა, არ არსებობა. მიიღეთ გადაწყვეტილება კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად, იყავით დამოუკიდებლები და პატივი ეცით მედიის და სიტყვის თავისუფლებას. პატივი ეცით თქვენი ქვეყნის მოქალაქეების და თქვენი საკუთარი შვილების ინტერესებს“, – აღნიშნა გვარამიამ. მისივე თქმით, „რუსთავი 2“ ბრძოლას არ შეწყვეტს და ყველაფერს იღონებს, სასამართლო განჩინება გაუქმდეს. „რუსთავი 2 ვერ დაიხურება, ჩვენ არ გავჩერდებით. ასეთი მოქმედებებით ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა არის სრულიად უშედეგო და უპერსპექტივო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,“ რუსთავი 2“ რა თქმა უნდა ბრძოლას არ შეწყვეტს. ჩვენ ვიღონებთ ყველაფერს, რომ ეს კაბალური განჩინება გაუქმდეს. ჩვენ კომერციული საქმიანობა აღდგეს სრული დატვირთვით და ჩვენი სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. თუ ვინმეს უხარია ამ განჩინების მიღება, ეს სიხარული არის ნაადრევი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს განჩინება ანულირებული იქნეს. იმედი გვაქვს სასამართლო ხელისუფლების ადეკვატურობის და პასუხისმგებლობის გრძობის საკუთარი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)