|
2020-03-22 20:13:14, 1347 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: მინდა, ვთხოვო სასულიერო პირებს, მრევლს კარგად აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა არანაირად შეურაცხყოფს ვინმეს რწმენას
თბილისის მერი კახა კალაძე სასულიერო პირებს სთხოვს, მრევლს აუხსნან, რომ ვირუსთან ბრძოლა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომანდაციები არავის რწმენას შეურაცხყოფს. როგორც კალაძემ „პოსტ ტვ“-ის ეთერში განაცხადა, მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, ვირუსთან ბრძოლაში ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს. „საგანგებო მდგომარეობაში ყოფნა ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, აბსოლუტურად ყველა, დაცული იყოს დაავადებისგან და ხელი შეუწყოს ამ ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიმართულ ზომებს. ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა სიტუაციის მართვა და მოსახლეობაზე ზრუნვა, რაც გამოიხატება კონკრეტული ქმედებებით და ნაბიჯებით, რომელიც განხორციელდა. ექიმების ვალდებულებაა ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ. მოქალაქეების ვალია დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა კარანტინი, თვითიზოლაცია, იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ ემორჩილებოდნენ წესებს, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ ქვეყანას ყოველთვის აძლიერებდა ჩვენი ეკლესიის თანადგომა, ლოცვით, სიბრძნით და რწმენით. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან, რადგან საქართველოს ყველა მოქალაქემ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)