05:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 00:04:18, 1585 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს - საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებზე. ასეთი ტიპის საქმიანობას ჩვენ ადრეც ვახორციელებდით მაგრამ ახლა კიდევ უფრო რელიეფურად დავინახეთ ამის აუცილებლობა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში  დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების გეგმას ეხებოდა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობა კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისა და კვების პროდუქტების წარმოებაზე, ასევე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების წარმოებაზე.

„ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ასევე საექსპორტო დარგებზე, რომლებიც მომავალში დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რომელიც ამ კრიზისში შესვლამდე გვქონდა" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics