22:23 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 13:20:02, 494 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: "რუსთავი2"-ის საკითხი კერძო დავაა და ამაში მთავრობის ჩართულობა ნულის ტოლია

ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის მომხრე ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ „რუსთავი 2“-ის საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში მთავრობის ჩართულობა და როლი ნულის ტოლია.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფალი მედიის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ვფიქრობ, ამ სამი წლის განმავლობაში ყველამ ნახა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მედიის განვითარებას და მედია დღეს აბსოლუტურად თავისუფალია. სხვა შემთხვევაში, ჩვენ რომ სხვა განზრახვა გვქონოდა, ეს პროცესები ასე არ გაგრძელდებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ დავას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, გარდა იმისა, რომ მე, როგორც მოქალაქე და პრემიერ-მინისტრი მომხრე ვარ ყოველგვარი სამართლიანობის აღდგენის, თუმცა ვფიქრობ, ეს არის ორ სუბიექტს შორის დავა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს. მთავრობის ჩართულობა და როლი ამ საკითხში, აბსოლუტურად ნულის ტოლია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილის დაბრუნების შესახებ სარჩელით მიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics