|
2015-08-06 12:07:56, 629 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია: ქართული პროდუქცია ბევრ ქვეყანაში გადის და ხარვეზი არ ყოფილა
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, რუსეთში ქართულ ღვინოზე გამოთქმულ პრეტენზიებთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს რაიმე სერიოზულ პრობლემაში არ გადაიზრდება. მისივე თქმით, ქართული პროდუქტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის და ხარვეზი არ დაფიქსირებულა. "ჩვენ ძალიან პრაქტიკულად ვუდგებით ამ პრობლემას. უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები. გუშინ დავიწყეთ მოკვლევა. ჯერ ეს მხოლოდ გაუგებრობას გავს. იმედი გვაქვს, რომ ეს რაიმე სერიოზულში არ გადაიზრდება. ქართული პროდუქცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გადის და ხარვეზი არ ყოფილა, მაგრამ, რა თქმა უნდა, შევისწავლით რომ გამოვრიცხოთ ნებისმიერი პრობლემა", - განაცხადა დანელიამ. კითხვაზე, იყო თუ არა გამართლებული რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქტის დაბრუნება, დანელია აღნიშნა, რომ ნებისმეირ ბაზარზე შესვლა გამართლებულია. "გამართლებულია ყველა ბაზარზე შესვლა. რისკები ნებისმიერ ბაზარს შეიძლება ახლდეს", - განაცხადა ოთარ დანელიამ. შეგახსენებთ, „როსპოტრებნადზორმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "ქართველი ღვინის მწარმოებლები, ღვინის წარმოების ტექნოლოგიას სისტემატურად არღვევენ". რუსეთის მთავარი სანიტარული სამსახური აღნიშნავს, რომ გამოვლენილია ალკოჰოლური პროდუქციის 10 პარტია - კონიაკი "ძველი კახეთი", კონიაკი "კოლხიდა" და წითელი ღვინო "საფერავი", რომლებიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოებისა და ხარისხის მოთხოვნებს.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)