15:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 12:31:09, 2485 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომელიც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნებისას დაუდასტურდათ

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს, რომელიც 4-9 მარტს გუდაურში მოგზაურობდნენ, კორონავირუსი სამშობლოში დაბრუნებისას დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორომაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის, ანა კასრაძე „facebook“ ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ჩეხეთის მოქალაქე 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა, რომელთაგანაც ერთი სკოვაკეთის მოქალაქეა. კორონავირუსი მასაც საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა.

„ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6 კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, - წერს კასრაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics