|
2015-08-05 14:34:27, 749 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში, სექტემბრიდან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელოს სტუმრობდა, სადაც გოჭკადილის კანიონი დაათვალიერა და ვიზიტორთა ცენტრის პროექტს გაეცნო. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება. გოჭკადილის კანიონი საქართველოს დაცული ტერიტორიების ნუსხის ახლადშემატებული ბუნების ძეგლია. კანიონის განვითარების პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკები, გადმოსახედი, ნავმისადგომი და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა, დაგეგმილია ასევე მეცამეტე საუკუნის წყლის წისქვილის რეაბილიტაცია. გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი წლიურად 50 000 -მდე ვიზიტორს უმასპინძლებს. კანიონის უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავეა, რომელიც ზღვის დონიდან 3003 მეტრზე მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)