|
2020-03-13 17:24:47, 1692 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და ვიმედოვნებ, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდში დაგვიდგება
კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შედეგად შექმნილ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ცალკეულ ჯგუფებთან შეხვედრები გაგრძელდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით, პრემიერის დავალებით, დღეს სავაჭრო ობიექტებს შეხვდება. „ჩვენი ამოცანაა, ბიზნესთან პარტნიორობით შევამციროთ კორონავირუსის გავრცელების რისკი და გავაკეთოთ მაქსიმალური პრევენცია. ეს პირველ რიგში, ეხება ისეთ ბიზნესებს, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირია კონტაქტი მოსახლეობასთან, დღის განმავლობაში ჰყავთ ბევრი მომხმარებელი. საუბარია სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ადგილებზე. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რომ მაქსიმალურად დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, ვიმსჯელოთ სამუშაო რეჟიმსა და საათებზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული და დიდი იმედი მაქვს, სხვადასხვა ინდუსტრია გვერდში დაგვიდგება ისევე, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთლიანად მსოფლიო ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფება და ამ ობიექტური მიზეზებით ბევრი პრობლემა წარმოიქმნება - ჩაიკეტა საზღვრები, შეჩერდა მიმოსვლები. „ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ამ მოვლენებს საკმაოდ ნეგატიური გავლენა ექნება ეკონომიკაზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)