09:24 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-13 14:27:09, 1904 ნახვა

ეკონომიკა
მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე დარგში დასაქმებულ კომპანიებს, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს ოთხი თვით გადაუვადებს

საქართველოს მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ რამდენიმე დარგში დასაქმებულ კომპანიებს ოთხი თვით ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს გადაუვადებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო ბიზნესსა და ეკონომიკას დარტყმის შერბილებაში მთავრობა უნდა დაეხმაროს.

„მთავრობა ამ ეტაპზე, ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებში და ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, ოთხი თვით გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, პირველ ნეომბრამდე“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და ასევე 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს.

„ ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში ოთხი თვის განმავლობაში  – მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ დაადასტურა, რომ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელა
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics