05:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-05 09:28:27, 547 ნახვა

საზოგადოება
დავით დონდუამ ბრაზილიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორას საქმიანობის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელ საღამოს უმასპინძლა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით დონდუამ ელჩს გაწეული საქმიანობისა და მისი მოღვაწეობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ელჩს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

გამოსამშვიდობებელ ვახშამს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კარლოს ალბერტო ლოპეს ასფორა საქართველოში 2012 წლიდან მოღვაწეობს. თბილისში მას სისერო მარტინს გარსია ჩაანაცვლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics