|
2020-03-11 18:14:59, 2000 ნახვა
საზოგადოება
კორონავირუსის გამო, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება
კორონავირუსის (COVID-19 ) გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებებში მოქალაქეთა მომსახურების წესები იცვლება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის (COVID-19-ს) შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, 2020 წლის 4 აპრილამდე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები გადადიან მომსახურების განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს. „აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქე ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს საელჩოს ან საკონსულოს. ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება მიუთითებს საკონტაქტო ნომრებს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების სპეციალური წესები. საკონსულოში გადაუდებელი აუცილებლობის მომსახურების მიღების მსურველმა პირმა უნდა დაიცვას შემდეგი ნორმები: მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს). მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან). მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან. მოქალაქე, საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად, საჭიროა გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით; მოქალაქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება. მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას. მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად. საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
ნორვეგიის საგარეო უწყება - საქართველოში, 18 წლის შემდეგაც კი, ოკუპაცია გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)