|
2015-08-04 18:53:43, 502 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალურ დირექტორს ვასილ ხორავასა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კოტრიკაძეს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ფინანსთა მინისტრს აქტიური კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროსთან დიალოგის ფორმატში ბიზნესის მხრიდან გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების გაზიარება მოხდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დარგის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, ნავთობპროდუქტების სფეროში არსებულ ტენდენციებს. აღნიშნულ დარგში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს, ბაზარზე ხარისხიანი და კონკურენტული პროდუქციის არსებობის მნიშვნელობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)