|
2015-08-04 18:52:35, 510 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. უწყების ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის საქართველოში მოვლენილი მრჩეველთა ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ ტორსტენ კოჰლერს, მის მოადგილესა და ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფის (CUBIC) და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები (ODC) ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის პროექტის მიმდინარეობის პროცესს. მხარეებმა აგვისტოს ბოლოს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტისა და ცენტრის გახსნის დეტალებიც განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)