13:48 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 11:47:19, 1604 ნახვა

საზოგადოება
კორონავირუსის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავის შეკავებას თხოვს

კორონავირუსისგან დაინფიცირების თავდასაცავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, რომ სასამართლო პროცესებზე დასწრებისგან თავი შეიკავონ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ განსაკუთრებით სისხლის სამართლის პროცესებზე დასწრებისგან და დაიცვან მათი ჯანმრთელობა.

„განსაკუთრებით სისხლის სამართლის პროცესებზე, სადაც იცით, რომ არის ძალიან მაღალი დაინტერესება ბრალდებულის გულშემატკივრების მხრიდან, თხოვნა იქნება, რომ თავი შეიკავონ სასამართლოში პროცესებზე დასწრების მხრიდან განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე და ამით დაიცვან როგორც თავიანთი ჯანმრთელობა, ასევე სასამართლოს თანამშრომლების და მოსამართლეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics