23:14 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 10:38:59, 1462 ნახვა

პოლიტიკა
ხელისუფლებასთან შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას ოპოზიცია არ დაესწრება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომას არ დაესწრება.

მისი თქმით, საპარლამენტო მუშაობაში დაბრუნების საკითხი მას შემდეგ განიხილება, რაც ხელისუფლების მიერ დადებული ყველა პირობა შესრულდება.

„ბიუროს სხდომას ჩვენ დღეს არ დავესწრებით. საპარლამენტო მუშაობაში დაბრუნების საკითხი განხილული იქნება მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დარეგისტრირდება საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი და შესრულებული იქნება ხელისუფლების მიერ დადებული ყველა პირობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო მოდელზე შეთანხმება მიღწეულია. მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და 40-პროცენტიან უმრავლესობის დასაკომპლექტებელ ბარიერზე შეთანხმდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics