|
2020-03-08 13:06:13, 2399 ნახვა
საზოგადოება
თვითმფრინავით მგზავრობის წესები მაღალი ეპიდრისკის დროს
ბორტზე დისტანცირების წესები კორონავირუსის საეჭვო ან უკვე დადასტურებული შემთხვევისას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც წარმოდგენილია რეკომენდაციები ავიახაზების გამცილებლებისა და ეკიპაჟებისთვის ეპიდრისკის დროს. იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, თვითმფრინავით მგზავრობისას აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
2020 წლის 9 იანვარს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა განცხადება ჩინეთში, პრევმონიის შემთხვევებთან დაკავშირებით. დაფიქსირებული უცნობი ეტიოლოგიის პნევმოიის შემთხვევების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი ახალი კორონავირუსიa, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. დადასტურდა, რომ კორონავირუსი გადამდებია. ჩინეთში კორონავირუსით 2000-მდე ადამიანი დაავადდა. ჩინეთის შემდგომ კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ირანში დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ირანში ეპიდაფეთქების რისკი საკმაოდ მაღალია და შესაძლებელია, კორონავირუსის გავრცელების მხრივ საქართველოსთვის ირანი უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს, ვიდრე ჩინეთი. საქართველოს მთავრობამ ირანთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება 23 თებერვალს გამოაქვეყნა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ირანში უკვე დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების - 139 და გარდაცვალების 19 შემთხვევა. ჩინეთისა და ირანის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იტალიაში დაფიქსირდა. იტალიიდან გავრცელდა ვირუსი სხვა ქვეყნებშიc. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 140 პირი რჩება, ხოლო 42 მოქალაქე სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)