|
2020-03-07 10:44:05, 2284 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
„დადასტურებული გვყავდა 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „ამ დროისთვის გვყავს ცენტრში 46 პაციენტი. ჩვენს ცენტრში მყოფ 21 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსითან მიმართებაში და ყველა იყო ნეგატიური. ნაწილმა დატოვა კლინიკა და გადავიდა საკარანტინო ზონაში, ნაწილი დღის განმავლობაში დატოვებს ცენტრს. იმ პირების რაიოდენობა, ვისაც უნდა ჩაუტარდეს ტესტირება, შეადგენს 17 პაციენტს. დადასტურებული გვყავდა 9 პაციენტი, რომელსაც დაემატა ერთი პაციენტი. ეს არის ერთი კლასტერი და მასთან კონტაქტი, ინფიცირებული 10 პაციენტიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა საშუალოზე მძიმე, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია. ცხელება უგრძელდება ჯერჯერობით და გრძელდება მეთვალყურეობა. მისი მდგომარეობა შემოყვანის შემდეგ პროგრესირებას არ განიცდის", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კახა კალაძე ინტერ რაოს დასანქცირებაზე: თუ საჭირო აუცლებლობა იქნება რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ
პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
ვალტონენი – ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)